სამუშაო შეხვედრა
16 ოქტომბერი,20152015 წლის 16 ოქტომბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოში პოლონეთის საელჩოს წარმომადგენლები ეწვივნენ. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა გიორგი სოსიაშვილმა და პოლონეთის საელჩოს განვითარებისა და სამეცნიერო სფეროს ხელმძღვანელმა, ქალბატონმა მაგდალენა გროდეცკამ ისაუბრეს გორის უნივერსიტეტში პოლონური ენის სალექციო კურსის ჩატარების შესახებ, დასახეს ურთიერთანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები.