სამუშაო შეხვედრა
28 აპრილი,2023მიმდინარე წლის 28 აპრილს პროექტის „არქეოლოგია ახალგაზრდებთან ერთად“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა, სადაც პროექტის კოორდინატორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, არქეოლოგმა, გიორგი მინდიაშვილმა და პროექტის ახალგაზრდა მკვლევარმა, დავით ინაურმა სტუდენტებს მიაწოდეს ინფორმაცია პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობების შესახებ.
პროექტის ფარგლებში მიმდინარე წლის ივნისიდან დაიწყება არქეოლოგიური საველე სამუშაოები, სადაც გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტდუენტებიც ჩაერთვებიან.
პროექტი ხორციელდება ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მხარდაჭერით და მისი მიზანია გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვემო ნიქოზში არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარება, სადაც როგორც სპეციალისტების მიერ ადგილის დათვალიერებით გაირკვა, არქეოლოგიური მასალა დამუშავებული უნდა იყოს გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის მეტალურგის სახელოსნოში, რომელიც, სავარაუდოდ, აქ ძვ.წ. X – VIII საუკუნეებში ფუნქციონირებდა.