სამუშაო შეხვედრა

22 აპრილი,2019

2019 წლის 22 აპრილს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვევით, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია-ავტორიზაციის მზადების პროცესში, კურსდამთავრებულთა დამსაქმებლების რანგში ეწვივნენ და სამუშაო შეხვედრა გამართეს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე ბატონი მირიან ხოსიტაშვილი, ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილე, ბატონი მიხეილ წერეთელი და გორის სახელმწიფო არქივის დირექტორი, ქალბატონი იზოლდა ბუჟღულაშვილი.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ისტორიის და ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელები, ფაკულტეტის დეკანი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლები და პროგრამებში ჩართული აკადემიური პერსონალი.
სტუმრებმა ყურადღება გაამახვილეს კურსდამთავრებულთათვის საჭირო პროფესიული ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების თაობაზე, ისაუბრეს შიდა ქართლში დაგეგმილ და უკვე განხორციელებულ აქტივობებთან დაკავშირებით და გამოთქვეს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან შემდგომი თანამშრომლობის სურვილი, მათ შორის კურსდამთავრებულთა დასაქმების თვალსაზრისით.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა