სამუშაო შეხვედრა უნივერსიტეტის სტუდენტებთან
20 ოქტომბერი,20222022 წლის 20 ოქტომბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა სტრატეგიული განვითარების საბჭოს თავმჯდომარისა და წევრების, აგრეთვე სტუდენტთა კარიერული განვითარებისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროსის სამუშაო შეხვედრა უნივერსიტეტის სტუდენტებთან. შეხვედრაზე განიხილეს საკითხი უნივერსიტეტის მისიაში ცვლილებების შეტანის თაობაზე. აღინიშნა, რომ წარმოდგენილი ცვლილებები დაკავშირებულია უნივერსიტეტის სტატუსის ცვლილებასთან და ავტორიზაციის საბჭოს რეკომენდაციების შესრულებასთან. ხაზგასმით იქნა აღნიშნული, მისიის განახლების პროცესში სტუდენტთა ჩართულობის მნიშვნელობა. უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების საბჭოს წევრებმა თხოვნით მიმართეს სტუდენტებს, რომ წარმოადგინონ მოსაზრებები და წინადადებები მისიაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით.