სამუშაო შეხვედრა უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის წარმომადგენლებთან
10 იანვარი,20232023 წლის 10 იანვარს ჩატარდა სამუშაო შეხვედრა უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის წარმომადგენლებთან სასწავლო პროცესის მართვის საკითხებთან დაკავშირებით. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა ლევან მიდოდაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინების მიზნით სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში, კერძოდ, მის ინტერფესში და შესაბამისი მონაცემთა ბაზის სტრუქტურაში განხორციელებული ცვლილებები. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს აგრეთვე სასწავლო პროცესის მართვის სისტემის განვითარების პერსპექტივები.