სამუშაო შეხვედრა საპატრიარქოში
18 ივლისი,20192019 წლის 17 ივლისს საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა სამუშაო შეხვედრა საქართველოს ტერიტორიული საზღვრების დაცვის პრობლემატიკასთან დაკავშირებით.
გამოითქვა მოსაზრებები, კრიტიკული შენიშვნები და წინადადებები საკითხთან დაკავშირებით.
შეხვედრა მიჰყავდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდის წევრს, მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძეს
შეხვერდას ესწრებოდნენ წამყვანი მეცნიერები საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან.
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტიდან სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ, უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, ვიცე-რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი იოსებ ალიმბარაშვილი.