სამუშაო შეხვედრა რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენციის ფარგლებში
27 სექტემბერი,2021მიმდინარე წლის 27 სექტემბერს საქარველოს რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენციის ფარგლებში ონლაინ ფორმატის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენცია „ERASMUS+“-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის RURD-ის (უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში) ფარგლებში დაფუძნდა, სადაც ჩართულია საქართველოს 11 რეგიონული უნივერსიტეტი და მიმდინარე წლის ივლისში მის პირველ თავმჯდომარედ, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი აირჩა.
შეხვედრა გახსნა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელიც მიესალმა შეხვედრის მონაწილეებს და ისაუბრა რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენციის, როგორც სადისკუსიო და იდეების ურთიერთგაცვლის პლატფორმის მნიშვნელობაზე.
სამუშაო შეხვედრაზე გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა გააკეთეს პრეზენტაციები და ისაუბრეს უნივერსიტეტში განხორციელებულ აქტივობებსა და რეფორმებზე, მათ შორის პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა ისაუბრა რეგიონულ უნივერსიტეტებში დასაქმების, პროფესიული გადამზადებისა და მცირე ბიზნესის განვითარების რეგიონალური ოფისების დაარსების შესახებ, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა ისაუბრა უნივერსიტეტის მიერ დანერგილი აკადემიური პერსონალის განვითარებაზე ორიენტირებული სქემის შესახებ, ხოლო პროფესორმა ნიკოლოზ ახალკაცმა ისაუბრა საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში სამეცნიერო ჟურნალების ინდექსირების შესახებ გორის უნივერსიტეტის მაგალითზე.
ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, პროფესორი ნუნუ მიცკევიჩი, რომელმაც მადლობა გადაუხადა გორის სახელმწფო სასწავლო უნივერსიტეტს სამუშაო შეხვედრის ორგანიზებისთვის, ისაუბრა რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენციის მნიშვნელობაზე და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხედვებსა და აქტივობებზე.
ღონისძიების მონაწილეებს ასევე მიესალმა საქართველოს ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, პროფესორი თამარ მახარაშვილი, რომელმაც ისაუბრა რეგიონალური უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენციის პლატფორმის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აქტიურად ითანამშრომლებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან აღნიშნული ფორმატის ფარგლებში.
ღონისძიება გაგრძელდა დისკუსიის რეჟიმში, სადაც კონფერენციის ხელმომწერი უნივერსიტეტების რექტორებმა ისაუბრეს შეხვედრის მნიშვნელობასა და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.