სამუშაო შეხვედრა ერაზმუს+ -ის პროექტის ფარგლებში
07 ივლისი,2021მიმდინარე წლის 5-7 ივლისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ,,ერაზმუს+“-ის პროექტის „საქართველოს უნივერსიტეტებში მე-3 მისიის ხარისხის და აქტუალურობის გაძლიერება“ - Strengthenining the QUAlity and RElevance of the 3rd mission in Georgian Universities“/ SQUARE“ ფარგლებში, პროექტის კონსორციუმის შეხვედრას უმასპინძლა.
პროექტის კოორდინატორია თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროექტში 8 ქართული და 4 უცხოური საგანმანათლებლო დაწესებულებაა ჩართული, ასევე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტიდან სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ: უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ხორბალაძე, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, პროფესორი ციური დურული და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი ზურაბ ზურაბაშვილი.