სამუშაო შეხვედრა დამსაქმებლებთან
11 აპრილი,20192019 წლის 11 აპრილს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ორგანიზებით ჩატარდა სამუშაო შეხვედრა დამსაქმებლებთან, სადაც პროგრამის ხელმძღვანელებმა წარმოადგინეს ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები: ეკონომიკის საბაკალავრო, ტურიზმის საბაკალავრო , განათლების ხელმძღვანელობისა და მართვის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები. მოეწყო პროგრამების მიზნებისა და შედეგების განხილვა-დისკუსია. შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მარიკა შერაზადიშვილი; ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ხელმძღვანელი პროფესორი თეა ხორგუაშვილი.