სამუშაო შეხვედრა აკადემიური და მოწვეული პერსონალისათვის
22 სექტემბერი,202522 სექტემბერს უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალისათვის ჩატარდა სამუშაო შეხვედრა თემაზე: საგანმანათლებლო პროგრამის განვითარება. შეხვედრაზე განიხილეს პროგრამის განხორციელების შეფასების და განვითარების პროცესებთან დაკავშირებული საკითხების სხვადასხვა ასპექტები. შეხვედრას უძღვებოდა უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ლ. მიდოდაშვილი. ღონისძიების ბოლო ნაწილი ჩატარდა კითხვა-პასუხის ფორმატში. პასუხი გაეცა შეხვედრის მონაწილეთა მრავალრიცხოვან შეკითხვებს.