სამუშაო ჯგუფი
04 აპრილი,20182018 წელს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, უნივერსიტეტის ავტორიზაციის სტანდარტების მიმართ თვითშეფასებისა და საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
4 აპრილს სამუშაო ჯგუფის წევრებმა, უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ გიორგი სოსიაშვილის, რექტორის მოადგილის, პროფესორ ალექსანდრე მღებრიშვილის, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის, პროფესორ ლევან მიდოდაშვილის და სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსის, პროფესორ ციური დურულის შემადგენლობით სამუშაო შეხვედრა გამართეს უნივერსიტეტის ფაკულტეტების დეკანებთან და საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელებთან, სადაც განიხილეს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებთან და პოტენციურ დამსაქმებლებთან ურთიერთობის სტრატეგიები.