სამეცნიერო სესია
31 მაისი,2016
31 მაისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, ოთარ ჩხეიძის სახელობის ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტის ინიციატივით ჩატარდა სამეცნიერო სესია თემაზე - როსტომ ჩხეიძის ბიოგრაფიულ რომან „დევების სტუმარი“ (ვაჟა-ფშაველას ცხოვრების ქრონიკა) საფუძველზე. დამსწრე საზოგადოებას მიესალმა გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ხორბალაძე, რომელმაც ისაუბრა როსტომ ჩხეიძის შემოქმედების შესახებ და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ასეთი შეხვედრები აუცილებელი და მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის. წიგნისა და როსტომ ჩხეიძის შემოქმედების შესახებ მოსაზრებები გამოთქვეს მომხსენებლებმა: ნინო ვახანიამ, ნანა კუციამ, მარინე ტურავამ.
შეხვედრას ესწრებოდნენ გორის უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებელები და მოწვეული სტუმრები.