სამეცნიერო კონფერენცია

17 ივლისი,2015

2015 წლის 16 ივლისს ჩატარდა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა და პროფესიულ სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენცია გახსნა რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი ხორბალაძემ, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ლევან მიდოდაშვილმა, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სამეცნიერო მიმართულების მთავარმა სპეციალისტმა გიორგი ყაზიშვილმა. კონფერენციის პროგრამით წარმოდგენილი გახლდათ 73 მოხსენება შემდეგ 10 სექციაში: „განათლება“, „კომპიუტერული ტექნოლოგიები და მათემატიკა“, „საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (ბიოლოგია, გეოგრაფია) და მიმართულებათშორისი დარგი (სპორტი)“, „ბიზნესი და მართვა“, „ტურიზმი“, „სოციალური მეცნიერებანი და სამართალი“, „ქართული ენა“, „ქართული ლიტერატურა“, „უცხო ენა და ლიტერატურა“, „ისტორია“. კონფერენციის დასასრულს სექციების მიხედვით გამოვლინდნენ გამარჯვებული სტუდენტები, რომლებმაც დაიკავეს I, II, III ადგილები. კონფერენციაში გამარჯვებულ და მონაწილე სტუდენტებს გადაეცემათ შესაბამისი სიგელები.

 

 

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა