სამეცნიერო კონფერენცია
13 ივნისი,2015
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში 2015 წლის 8-9 ივნისს ჩატარდა სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია.
კონფერენციაზე გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის სპეციალობის სწავლების III-IV წლის სტუდენტებმა მოხსენებები წაიკითხეს და გაიმარჯვეს შემდეგ ნომინაციაში:
საუკეთესო პრეზენტაცია:
მაია მაისურაძე, მარიამ ბესიაშვილი, მოხსენება: ,,სიზმრის ფუნქციონალური დატვირთვისათვის ვაჟა-ფშაველას რამდენიმე პოემის მიხედვით’’ ხელმძღვანელი -- პროფ. თამარ გოგოლაძე; რუსუდან კაპანაძე, მოხსენება ,,ვ ბგერის შემონახვის, ჩართვისა და დაკარგვის შემთხვევები ილია ჭავჭავაძის პროზაში". ხელმძღვანელი- პროფ. მარიამ კობერიძე.
ჟიურის სიმპათია:
ანი სამადაშვილი, ნათელა საზანდრიშვილი, მოხსენება ,,სიყვარულის ტრაგიზმი გ. რობაქიძის რომანში ,,მეგი". ხელმძღვანელი --პროფ. თამარ გოგოლაძე; სალომე გურეშიძე, მოხსენება ,,დათო ტურაშვილის ენისა და სტილის ზოგიერთი თავისებურება ( ,,ტყეების მეფე (ლეგენდები დავით აღმაშენებელზე))". ხელმძღვანელი- პროფ. მარიამ კობერიძე.