სამეცნიერო კონფერენცია
31 ოქტომბერი,20242024 წლის 31 ოქტომბერს სსიპ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა და შიდა ქართლის სკოლების საშუალო საფეხურის მოსწავლეთა ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია - „იპოვე შენი მომავალი ჩვენთან“.
კონფერენცია გახსნა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ბატონმა დავით კვერნაძემ, რომელიც მიესალმა და წარმატებები უსურვა კონფერენციაში მონაწილე სტუდენტებსა და მოსწავლეებს. კონფერენციის მონაწილეებსა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და წარმატებები უსურვა უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის სამსახურის უფროსი, პროფესორი ციური დურული.
კონფერენციაზე პროგრამით წარმოდგენილი იყო 109 ავტორის/თანაავტორის 74 მოხსენება შემდეგ სექციებში:
- ქართული ენა და ლიტერატურა;
- უცხოური ენა და ლიტერატურა;
- ისტორია (მსოფლიო ისტორია, საქართველოს ისტორია);
- ბუნებისმეტყველება;
- მათემატიკა და ინფორმაციული ტექნოლოგიები;
- სპორტი.