სამეცნიერო კონფერენცია
25 სექტემბერი,20202020 წლის 25 სექტემბერს დისტანციური ფორმით ჩატარდა სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების და შიდა ქართლის სკოლების მასწავლებლების ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია.
კონფერენცია გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც კონფერენციაში მონაწილეებს წარმატებები უსურვა და გააცნო დაგეგმილი სიახლეები.
კონფერენციაზე წარმოდგენილი გახლდათ 22 ავტორის/თანაავტორის 20 მოხსენება შემდეგ სექციებში: „ქართული ენა და ლიტერატურა“, „ისტორია (მსოფლიო ისტორია, საქართველოს ისტორია)“, „განათლება“, „სპორტი“,„ბუნებისმეტყველება (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია)“.