სამეცნიერო კონფერენცია
23 სექტემბერი,20202020 წლის 23 სექტემბერს დისტანციური ფორმით ჩატარდა სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა და შიდა ქართლის სკოლების საშუალო საფეხურის მოსწავლეთა ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია - „იპოვე შენი მომავალი ჩვენთან“.
კონფერენცია გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც კონფერენციაში მონაწილე სტუდენტებსა და მოსწავლეებს წარმატებები უსურვა და ისაუბრა მსგავსი პროექტების მნიშვნელობაზე.
კონფერენციაზე წარმოდგენილი გახლდათ 31 ავტორის/თანაავტორის 25 მოხსენება შემდეგ სექციებში: „ქართული ენა და ლიტერატურა“, „უცხოური ენა და ლიტერატურა“, „ისტორია (მსოფლიო ისტორია, საქართველოს ისტორია)“, „ბუნებისმეტყველება (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია)“, “სპორტი“, „მათემატიკა და ინფორმაციული ტექნოლოგიები“.