სამეცნიერო კონფერენცია
01 ივნისი,201530 მაისს, სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის ორგანიზებით და USAID – IFES-ის მხარდაჭერით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა II სამეცნიერო კონფერენცია "დემოკრატიის მშენებლობა საქართველოში: მიღწევები და პერსპექტივები“.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ საუნივერსიტეტო კურს "დემოკრატია და მოქალაქეობის" კურსდამთავრებულები საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, მათ შორის გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტიდან, კერძოდ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის II კურსის სტუდენტმა ლელა გავაშელმა და წარმატებით წარადგინა ნაშორმი თემაზე:
„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ„ კანონი რეალობა თუ მხოლოდ სიტყვები? ქალთა შრომითი უფლებების დისკრიმინაცია“.
კონფერენციის თემატიკა მოიცავდა როგორც სამოქალაქო აქტივიზმის გამოწვევებს, ასევე პოლიტიკური ინსტიტუტების ჩამოყალიბებასა და ადამიანის უფლებათა საკითხებს საქართველოში.
ღონისძიების ჩატარება შესაძლებელი გახდა "სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის"მიერ USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით,IFES საქართველოს მიერ განხორციელებული პროგრამის „საარჩევნო პროცესების გაძლიერება“ (SEP) ფარგლებში.
ცნობისათვის, სამოქალაქო განათლების კურსი ,,დემოკრატია და მოქალაქეობა“ 2012 წლიდან წარმატებით ხორციელდება გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ბაკალავრიატის საფეხურზე და ემსახურება სტუდენტების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას და აქტიურ მოქალაქედ ჩამოყალიბებას.