სამეცნიერო კონფერენცია
25 სექტემბერი,201825 სექტემბერს, "მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2018" ფარგლებში გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების და შიდა ქართლის სკოლების მასწავლებლების ერთობლივ სამეცნიერო კონფერენციაზე წარმოდგენილია 35 ავტორის/თანაავტორის 29 მოხსენება.
პლენარული სხდომა გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, რომელმაც ისაუბრა კონფერენციის შესახებ და მის მნიშვნელობაზე. მონაწილეებს ასევე მიესალმა გორის უნივერსიტეტის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი, პროფესორი ლევან მიდოდაშვილი.
პლენარული სხდომის შემდეგ მუშაობა გაგრძელდა შვიდ სექციაში.