სამეცნიერო კონფერენცია
14 დეკემბერი,2016მიმდინარე წლის 6-8 დეკემბერს ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია „ქართული ცივილიზაცია ანტიკური ხანიდან შუა საუკუნეებამდე. ისტორია, კულტურა, ხელოვნება“. კონფერენცია გაიმართა წმინდა მღდელმოწამე, გრიგოლ ფერაძის ხსოვნის საპატივსაცემოდ.
კონფერენციაზე მოხსენება გააკეთა გორის უნივერიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, თემაზე „რუსეთის საოკუპაციო ხაზთან არსებული სოფელი დიცის ღვთისმშობლის ტაძრის ასომთავრული წარწერები“. კონფერენციის მასალები დაიბეჭდა ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრის ქართველოლოგიური კვლევების ჟურნალში PRO GEORGIA, რომელიც გამოდის 1991 წლიდან და წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან სამეცნიერო ჟურნალს ქართველოლოგიური კვლევების მიმართულებით.