სამეცნიერო კონფერენცია
22 ივნისი,201622 ივნისს ჩატარდა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა და პროფესიულ სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენცია გახსნა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი ხორბალაძემ, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სამეცნიერო მიმართულების მთავარმა სპეციალისტმა გიორგი ყაზიშვილმა. კონფერენციის პროგრამით წარმოდგენილი გახლდათ 62 მოხსენება შემდეგ 11 სექციაში: „განათლება“, „კომპიუტერული ტექნოლოგიები და მათემატიკა“, „საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (ბიოლოგია, გეოგრაფია) და მიმართულებათშორისი დარგი (სპორტი)“, „ბიზნესი და მართვა“, „ტურიზმი“, „სოციალური მეცნიერებანი“ „სამართალი“, „ქართული ენა“, „ქართული ლიტერატურა“, „უცხო ენა და ლიტერატურა“, „ისტორია“. კონფერენციის დასასრულს სექციების მიხედვით გამოვლინდნენ გამარჯვებული სტუდენტები, რომლებმაც დაიკავეს I, II, III ადგილები. კონფერენციაში გამარჯვებულ და მონაწილე სტუდენტებს გადაეცემათ შესაბამისი სიგელები.