სამეცნიერო კონფერენცია
16 ივნისი,201615 ივნისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა პროფესორ-მასწავლებელთა და შიდა ქართლის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებელთა ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენცია გახსნა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა. დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი პროფესორი ლევან მიდოდაშვილი, სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლის პედაგოგი აკაკი მაზანაშვილი, უნივერსიტეტის პროფესორი მანანა მიჩიტაშვილი.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 13 მოხსენება შემდეგ სექციებში: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა და ლიტერატურა, ისტორია, ბუნებისმეტყველება, განათლება.