სამაგისტრო ნაშრომის მომზადებასთან დაკავშირებული შეხვედრა
21 თებერვალი,20192019 წლის 21 თებერვალს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული სალიტერატურო ენის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი მარიამ კობერიძე შეხვდა აღნიშნული პროგრამის სტუდენტებს. შეხვედრას ესწრებოდა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი იოსებ ალიმბარაშვილი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, პროფესორი მამუკა ჯოლბორდი.
შეხვედრაზე განიხილეს სამაგისტრო ნაშრომის მომზადების და დაცვის წესი და პლაგიატის თავიდან აცილების საშუალებები.