სამაგისტრო ნაშრომების საჯარო დაცვები
19 ივლისი,2019გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მიმდინარეობს სამაგისტრო ნაშრომების საჯარო დაცვები.
2019 წლის 19 ივლისს სამაგისტრო ნაშრომების საჯარო დაცვები შედგა ქართული სალიტერატურო ენის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე (პროგრამის ხელმძღვანელი - პროფესორი მარიამ კობერიძე).
კომისიას ხელმძღვანელობდა ასოცირებული პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი სოსო სიგუა.
სამაგისტრო ნაშრომები წარმოადგინეს ანა ბითაძემ, თამარ ამირხანოვმა, მარიამ ბესიაშვილმა, ნინო ბუჭუხიშვილმა, ლია გოგიაშვილმა, მაია მაისურაძემ და ნინო მარნაძემ.