საიუბილეო ღონისძიება
13 აპრილი,201812 აპრილს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა გორის უნივერსიტეტის ყოფილი რექტორის, პროფესორ გედევან ხელაიას 90 და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობიდან 65 წლის საიუბილეო ღონისძიება. ღონისძიება გახსნა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც ვრცლად ისაუბრა ბატონ გედევან ხელაიას პედაგოგიურ საქმიანობასა და უნივერსიტეტის წინაშე დამსახურებულ ღვაწლზე. აღსანიშნავია, რომ გედევან ხელაია უნივერსიტეტს 1989 წლიდან 2005 წლამდე ხელმძღვანელობდა და მის პერიოდში პედაგოგიურ უნივერსიტეტს მიენიჭა ეკონომიური უნივერსიტეტის, შემდეგ კი, სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსი. საიუბილეო თარიღი მიულოცეს და ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი, ბატონი გიორგი ხორბალაძე; საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, ბატონი მიხეილ ჯიბუტი; საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის ყოფილი მინისტრი, ბატონი ნიკა ვაჩეიშვილი; გორის მუნიციპალიტეტის მერიის ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელი, ბატონი რობერტ მაღლაკელიძე, პოეტი, ბატონი ჯემალ ინჯია; გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი, ქალბატონი ლია მამულაშვილი, პროფესორი, ბატონი ალექსანდრე იაშვილი, ასოცირებული პროფესორი, ბატონი პაატა ქურდაძე, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი, ქალბატონი თეა ხორგუაშვილი; ღონისძიების დასასრულს, ბატონმა გედევან ხელაიამ მოწვეულ სტუმრებსა და გორის უნივერსიტეტს ღვაწლის დაფასებისთვის მადლობა გადაუხადა.
ღონისძიებას უძღვებოდა გორის უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, პროფესორი, ქალბატონი ციური დურული.
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი კიდევ ერთხელ ულოცავს ბატონ გედევან ხელაიას 90 წლის იუბილეს და უსურვებს ჯანრთელობასა და ბედნიერებას.