საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა
05 ივნისი,20182018 წლის 04 ივნისს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების მეოთხე წლის სტუდენტების მონაწილეობით მოეწყო საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა შიდა ქართლის პრობაციის ბიუროში. შეხვედრა გაიმართა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და შიდა ქართლის პრობაციის ეროვნულ სააგენტოს შორის არსებული ურთიერთანამშრომობის მემორანდუმის ფარგლებში.
სტუდენტები ადგილზე გაეცნენ პრობაციის ბიუროს სამუშაო პროცესს, დაათვალიერეს მსჯარდებულებთან ,,skype" ინტერვიუს ოთახი, გაეცნენ შინაპატიმრობის აღსრულების ტექნიკურ საშუალებებს და უშუალოდ პრობაციის ბიუროს თანამშორმლებისაგან (პრობაციის ოფიცერი, სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი) მოისმინეს იმ სერვისების შესახებ, რასაც სახელმწიფო სთავაზობს პირობით მსჯარდებულებს. შეხვედრა ინფორმაციული ხასიათის იყო და წარიმართა აქტიური კითხვა–პასუხის რეჟიმში.
საინტერესო ვიზიტის განხორციელების ორგანიზებაში გაწეული დახმარებისთვის, მადლობას ვუხდით შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს უფროსს, ბატონ ვლადიმერ ძმანაშვილს.