საინფორმაციო შეხვედრები უნივერსიტეტის სტუდენტებთან
05 ნოემბერი,2021მიმდინარე წლის 5 ნოემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელმა, ბატონმა ზურაბ ზურაბაშვილმა საინფორმაციო შეხვედრები გამართა უნივერსიტეტის სტუდენტებთან.
შეხვედრის მსვლელობისას ბატონმა ზურაბ ზურაბაშვილმა ისაუბრა უნივერსიტეტში დასავლეთევროპული ენების (ფრანგული, იტალიური, პოლონური და თურქული) შესწავლის შესაძლებლობებზე და ასევე მიმოიხილა მიმდინარე საერთაშორისო პროექტები და გაცვლითი პროგრამები.
შეხვედრებს ესწრებოდნენ სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის დეკანი, პროფესორი, მარიკა შერაზადიშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ბარბაქაძე, განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლელა ალექსიძე და უნივერსიტეტის სტუდენტები.