საინფორმაციო შეხვედრა

18 მაისი,2017

18 მაისს, შიდა ქართლისა და მცხეთა-თიანეთის საოლქო პროკურორმა შოთა ტყეშელაშვილმა და პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა შეხვედრა გამართეს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის.. შეხვედრა იყო საინფორმაციო ხასიათს, სტუდენტებს გააცნეს სიახლეები საქართველოს პროკურატურის მიერ გამოცხადებულ სტაჟიორთა მისაღები კონკურსის მორიგი ეტაპის, კონკურსის პირობების, მოთხოვნებისა და გადასალახი ეტაპების შესახებ.
შეხვედრას ესწრებოდნენ გორის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მარიკა შერაზადიშვილი და სტუდენტები.
შეხვედრის ბოლოს სიტყვით გამოვიდა გორის უნივერსიტეტის რექტორი , პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, რომელმაც მადლობა გადაუხადა პროკურატურის წარმომადგენლებს და გამოთქვა სრული მზადყოფნა ერთობლივი პროექტების გასახორციელებლად.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა