საინფორმაციო შეხვედრა
16 ნოემბერი,2016მიმდინარე წლის 16 ნოემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის და სტუდენტთა სტატისტიკა-რეგისტრაციის სამსახურის წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ჰუმანიტარული და სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტების სტუდენტებთან.
საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის წარმომადგენლებმა, ქალბატონმა რუიზან მექვაბიძემ და ბატონმა ზურა ზურაბაშვილმა სტუდენტებს მიაწოდეს ინფორმაცია მობილობის მიმდინარე პროგრამების შესახებ. სტუდენტთა სტატისტიკა-რეგისტრაციის სამსახურის წარმომადგენელმა, ბატონი ნიკოლოზ მიდოდაშვილი სტუდენტებს ესაუბრა უნივერსიტეტის საინფორმაციო ბაზის გამოყენების შესახებ.
P.S. დამატებით გაცნობებთ, რომ ინფორმაცია მობილობის პროგრამების შესახებ განთავსებულია უნივერსიტეტის ვებ გვერდზე, საერთაშორისო ურთიერთობების ნაწილში.
განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტებთან აღნიშნული ტიპის შეხვედრა გაიმართება 17 ნოემბერს, 13.00 საათზე.