საინფორმაციო შეხვედრა
29 ნოემბერი,20192019 წლის 29 ნოემბერს გორის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკაში გამომავალ, იმპაქტ-ფაქტორის მქონე, საზოგადოებრივ მეცნიერებათა ყოველკვარტალური საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ „KARADENİZ“ (AN INTERNATIONAL QUARTERLY JOURNAL OF SOCIAL SCIENCES, BLACK SEA) (ISSN: 1308-6200) დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი და ვიცე რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი აღნიშნული სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის მუდმივ წევრებად აირჩიეს.
Karadeniz Black Sea International Scientific Journal-ი ინდექსირებულია International Scientific Indexing-ში (ISI), სადაც საერთაშორისო ციტირების 2018-2019 წლის ანგარიშის მიხედვით ჟურნალის იმფაქტ-ფაქტორმა შეადგინა 0.934-ს.
შეხვედრას ესწრებოდნენ გორის უნივერსიტეტის პროფესორები, რომლებმაც ამომწურავი პასუხები მიიღეს სამეცნიერო ჟურნალში მასალის განთავსებასთან დაკავშირებით.
საინფორმაციო შეხვედრას უძღვებოდა სამსახურის სპეციალისტი, როინ ყავრელიშვილი.