საინფორმაციო შეხვედრა
05 დეკემბერი,20185 დეკემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა.
25 ნოემბერს მსოფლიომ დაიწყო 16-დღიანი კამპანიის ათვლა, კამპანიისა, რომელიც ყოველწლიურად გენდერული ძალადობის წინააღმდეგ აერთიანებს აქტივისტებსა და უფლებადამცველებს. ისინი სხვადასხვა ფორმით ერთვებიან კამპანიაში, რათა აამაღლონ ცნობიერება და დაძლიონ ძალადობა, რომელიც დღეს მსოფლიოში ყოველ მესამე ქალს პირადად აქვს გამოცდილი. წელს, 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, საქართველოში „ქალთა მოძრაობამ“ აქცენტი ძალადობის მსხვერპლი ქალების ეკონომიკურ და სოციალურ გაძლიერებაზე გააკეთა.
გორის უნივერსიტეტში გამართულ საინფორმაციო შეხვედრას ესწრებოდნენ სტუდენტები, მედიის წარმომადგენლები, ასევე უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი.
ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს სამსახსოვრო საჩუქრები გადასცეს.