საინფორმაციო შეხვედრა
31 იანვარი,201831 იანვარს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში განათლების საერთაშორისო ცენტრმა საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე სტუდენტებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების, კერძოდ, სასტიპენდიო პროგრამა „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2018-2019“ და უნგრული სტიპენდია “Stipendium Hungaricum”-ის შესახებ.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა, განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლებმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხეს და მათთვის საინტერესო საკითხებზე მიაწოდეს ინფორმაცია.