საინფორმაციო შეხვედრა
29 ნოემბერი,201728 ნოემბერს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე სტუმრებმა საქართველოს პროკურატურის მიერ ორგანიზებული „დაზარალებულთა კვირეული“ ს შესახებ ისაუბრეს, რომლის მიზანი სისხლის სამართლის საქმის მსვლელობისას მოქალაქესა და პროკურორს (სასამართლოს) შორის კომუნიკაციის გამარტივება და საქმის მსვლელობასთან დაკავშირებით მისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდებაა.