საინფორმაციო შეხვედრა ვაქცინაციასთან დაკავშირებით

20 აგვისტო,2021

2021 წლის 20 აგვისტოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსმა, ქალბატონმა ანა კასრაძემ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის თანამშრომლებთან და სტუდენტებთან, ვაქცინაციასთან დაკავშირებით, საინფორმაციო ონლაინ-შეხვედრა გამართა.
შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, რომელმაც ხაზი გაუსვა ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით საზოგადოების სწორად ინფორმირებულობის აუცილებლობას და ვაქცინაციის პროცესში გორის უნივერსიტეტის თანამშრომელთა აქტიურობას.
ქალბატონმა ანა კასრაძემ ვაქცინაციასთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა შეხვედრის მონაწილეებს, უპასუხა აქტუალურ კითხვებს. მისი განმარტებით, სრულად აცრილად ითვლება პირი, რომელსაც გაკეთებული აქვს ვაქცინის ორივე დოზა და მეორე ვაქცინის გაკეთებიდან 14 დღეა გასული. კორონა-ვირუსით დაავადების შემთხვევაში, თუნდაც იმ დროს, როცა პაციენტს სხვა ქრონიკული დაავადებაც აქვს, მინიმალურია ვირუსის რთულად გადატანის რისკი. სრულად აცრილებს შორის კი ლეტალური შემთხვევა არ ყოფილა. ქალბატონმა ანა კასრაძემ ასევე აღნიშნა, რომ ყველა ვაქცინა, რომლითაც საქართველოს მოსახლეობა იცრება, აღიარებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა