საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან
15 ნოემბერი,201715 ნოემბერს გორის უნივერსიტეტში სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის“ ინიციატივით ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან, რომელსაც უძღვებოდა ტრეფიკინგის ფონდის იურისტი. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო სტუდენტებისთვის გაეცნოთ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობის მექანიზმები.