საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებთან
25 ოქტომბერი,2022მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შიდა ქართლის წარმომადგენლების საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებთან.
სააგენტოს წარმომდგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს დეტალურ ინფორმაცია მიაწოდეს სააგენტოს მიერ შეთავაზებულ დასაქმების შესაძლებლობებსა და სერვის-პროგრამების შესახებ.
მათ შორის:
- შრომის ბაზარზე ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტირება.
- სამუშაოს მაძიებლისა და დამსაქმებლის ურთიერთდაკავშირება.
- მოწყვლადი და დაბალკონკურენტიანი ჯგუფების დასაქმებაში ხელშეწყობა.
- სოციალურად დაუცველთა საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართვის ხელშეწყობა.
- დასაქმების ფორუმების ორგანიზება.
- სოციალურად დაუცველთა საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართვის ხელშეწყობა.
- შრომის ბაზრის მოთხოვნადი პროფესიების მონიტორინგი.
- სამუშაოს მაძიებელთა მოკლევადიანი პროფესიული მომზადება-გადამზადება.
- სამუშაოს მაძიებელთა სტაჟირებაში ხელშეწყობა, სუბსიდირება.
- ცირკულარული შრომითი მიგრაციის ორგანიზება.