საინფორმაციო შეხვედრა Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტი
21 მაისი,2020მიმდინარე წლის 21 მაისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტი რეგიონალური უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითრებაში (RURD).
შეხვედრა გაიმათა ონლაინ ფორმატში პროგრამა zoom-გამოყენებით, რომელსაც გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი ესწრებოდნენ.
შეხვედრა გახსნა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც ისაუბრა პროექტის მნიშვნელობაზე შიდა ქართლის რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით, ხოლო საერთაშორისო ურთიერობების სამსახურის უფროსმა, ბატონმა ზურაბ ზურაბაშვილმა გააკეთა პრეზენტაცია პროექტის ფარგლებში მოდერნიზებული მისიისა და ხედვის შესახებ.
პროექტში ჩართული არიან საქართველოს რეგიონული ათი უნივერსიტეტი და ევროპელი პარტნიორები ესპანეთიდან, ავსტრიიდან, ჩეხეთიდან და ლიეტუვადან. პროექტში, ასევე ჩართულები არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.
„Erasmus+“-ის პროექტის RURD-ის მიზანია ევროკავშირის პარტნიორებთან თანამშრომლობით საქართველოს რეგიონალური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონების განვითარებაში, მათი მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მოდერნიზება, ასევე უნივერსიტეტებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, თითოეული რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით.