საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია
04 ოქტომბერი,2017მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2017-ის ფარგლებში ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია "გზა ევროინტეგრაციისაკენ“. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ტურიზმის სპეციალობის სწავლების მესამე წლის სტუდენტებმა მარიამ ყულუმბეგაშვილმა მოხსენებით - „ევროინტეგრაცია-ტურიზმის განვითარების გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოში“ და ნანა თენაძემ - „საქართველო - მსოფლიოს პერსპექტიული ენოტურისტული რეგიონი“. სტუდენტებს ხელმძღვანელობა გაუწია ასოცირებულმა პროფესორმა მაია აზმაიფარაშვილმა. მონაწილეებს გადაეცათ ორენოვანი სერტიფიკატები.