საერთაშორისო საზაფხულო სკოლა სტუდენტებისთვის
22 ივლისი,201917-22 ივლისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მიმდინარეობდა საერთაშორისო საზაფხულო სკოლა სტუდენტებისთვის, სადაც მონაწილეობას იღებდნენ პოლონეთიდან ვარშავის უნივერსიტეტის, თურქეთიდან რეჯეფ ტაიფ ერდოღანის სახელობის რიზეს უნივერსიტეტის და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები.
საზაფხულო სკოლა მოიცავდა სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს. პროგრამა დატვირთული იყო სამეცნიერო ლექციებით, პრაქტიკული სემინარებით და შემოქმედებითი აქტივობებით. სტუდენტებმა საზაფხულო სკოლის ფარგლებში მოინახულეს შიდა ქართლში მდებარე ისტორიული ძეგლები და სხვა ღირსშესანიშნაობები: უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი, ატენის ხეობა, ეთნოგრაფიული და ოკუპაციის მუზეუმები.
საზაფხულო სკოლის დახურვის საზეიმო ღონისძიება გახსნა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორი სოსიაშვილმა, რომელმაც ისაუბრა გორის, რიზეს და ვარშავის უნივერსიტეტების თანამშრომლობასა და ქართულ-პოლონური, ქართულ-თურქული ურთიერთობის მნიშვნელობაზე. საზაფხულო სკოლის მონაწილეებს მიმართა და წარმატებები უსურვა გორის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, საზაფხულო სკოლის მონაწილეებს მიესალმნენ პროფესორები: ლევან მიდოდაშვილი, მარიკა შერაზადიშვილი, ქეთევან ბარბაქაძე და სხვები.
საზაფხულო სკოლის მონაწილე სტუდენტებს და პროექტში ჩართულ პროფესორებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები.
სტუდენტებმა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს მადლობა გადაუხადეს საერთაშორისო საზაფხულო სკოლის ორგანიზებისათვის და გამოთქვეს სურვილი კვლავაც ესტუმრნონ საქართველოს.
დახურვის საზეიმო ცერემონიალზე გორის უნივერსიტეტის სტუდენტრბმა შეასრულეს მუსიკალური ნომრები.