საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი

29 ნოემბერი,2020

2020 წლის 28 ნოემბრიდან - 29 ნოემბრის ჩათვლით გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი თემაზე „მშვიდობიანი კავკასია“.
ღონისძიება ვირტუალურ სივრცეში, ონლაინ პლატფორმა zoom-ის გამოყენებით გაიხსნა, სადაც მონაწილეებს და მოწვეულ სტუმრებს მიესალმა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი. მან ვრცლად ისაუბრა სიმპოზიუმის ორგანიზების და თემატიკის მნიშვნელობაზე, ხაზი გაუსვა სამეცნიერო ღონისძიებაში ჩართულ ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებზე, როგორც განათლების ისე სხვა სტრატეგიულ სფეროებში. მონაწილეებს ასევე მიესალმნენ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ქალბატონი ფატმა ჯერენ იაზგანი, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბატონი გიორგი ჯანჯღავა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, თურქეთის საისტორიო საზოგადოების წევრი და სამსუნის 19 მაისის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი იბრაჰიმ თელლიოღლუ, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პრეზიდენტი, პროფესორი ჯაბა სამუშია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე და საქართველოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე.
საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული იყვნენ საქართველოს 6 უნივერსიტეტის (გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს უნივერსიტეტი), თურქეთის რესპუბლიკის 6 უნივერსიტეტის (სამსუნის 19 მაისის უნივერსიტეტი; გირესუნის უნივერსიტეტი; ყარსის უნივერსიტეტი; შავი ზღვის ტექნიკური უნივერსიტეტი; ილდიზის ტექნიკური უნივერსიტეტი; სტამბოლის უნივერსიტეტი), აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, კავკასიის კვლევების ინსტიტუტის, პოლონეთის მეხსიერების ინსტიტუტის, უკრაინის 3 უნივერსიტეტის (კიევის ეროვნული უნივერსიტეტი; ზაპოროჟიის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის დაღესტნის სამეცნიერო ცენტრის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის წარმომადგენლები.
სიმპოზიუმის მიმდინარეობისას გაიმართა 6 სესია. სიმპოზიუმის სამეცნიერო თემატიკა მიზნად ისახავდა დისკუსიის გამართვას კავკასიის რეგიონში არსებული უსაფრთხოების დინამიკის, რეგიონული მოთამაშეების როლის, ასევე კავკასიის რეგიონის გეოსტრატეგიული მნიშვნელობისა და რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ.
სიმპოზიუმზე წარმოდგენილი 24 მოხსენება გამოიცემა სამენოვანი (ქართულ, ინგლისურ და თურქულ ენებზე) სამეცნიერო შრომების კრებულის სახით, რომელიც გორის უნივერსიტეტის გამომცემლობაში დაიბეჭდება.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა