საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
12 ნოემბერი,201512 ნოემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა გიორგი მაჩაბლის დაბადებიდან 130-ე და გარდაცვალებიდან მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ქართული ემიგრაცია XXI საუკუნის გადასახედიდან.“კონფერენცია გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა. სტუმრებს მიესალმა ისტორიისა და არქეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ელდარ მამისთვალიშვილი. პლენარული სხდომის შემდეგ მუშაობა გაგრძელდა სექციებში, სადაც მოისმინეს 22 მოხსენება.