საერთაშორისო ექსპერტი განათლების მიმართულებით ენე სილვია სარვი
01 მარტი,2018მიმდინარე წლის 1 მარტს განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე, პედაგოგიკისა და მეთოდიკის კათედრის ინიციატივით მოწვეული იქნა საერთაშორისო ექსპერტი განათლების მიმართულებით ენე სილვია სარვი. ექსპერტი შეხვდა ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მომუშავე ჯგუფის წევრებს, პასუხი გასცა მათ მიერ დასმულ კითხვებს და მისცა რეკომენდაციები.