საჯარო ლექცია
13 თებერვალი,2020მიმდინარე წლის 13 თებერვალს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს სტუმრად ეწვია სოხუმის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე, რომელმაც ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: “საუნივერსიტეტო დიპლომატია“.
ღონისძიება გახსნა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილიმა, რომელიც მიესალმა სტუმრებს და ისაუბრა მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობაზე.
ბატონმა ზურაბ ხონელიძემ ხაზი გაუსვა სამშვიდობო განათლების მნიშვნელობას კონფლიქტური საკითხების დარეგულირების საქმეში და საუნივერსიტეტო დიპლომატიის თავისებურებებს. მან აღნიშნა, რომ უნივერსიტეტებს შორის დიპლომატიური კავშირი, რომელიც თავის მხრივ ფართოსპექტრიანია, აჯანსაღებს მხარეებს შორის ურთიერთობას და პასუხობს, როგორც ქვეყნის შიგნით არსებულ, ასევე, გლობალურ პრობლემებსა და გამოწვევებს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.
დასასრულს გაიმართა დისკუსია.