საჯარო ლექცია
21 იანვარი,20152015 წლის 21 იანვარს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის“ იურისტმა ქალბატონმა ნინო ბოლქვაძემ სტუდენტებისთვის ჩაატარა საჯარო ლექცია, თემაზე: „დისკრიმინაცია და მასთან ბრძოლის ბერკეტები საქართველოს ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით“.
შეხვედრის თემა იყო ანტიდისკრიმინაციული კანონის მოთხოვნები და დისკრიმინაციის ფაქტორებთან დაკავშირებით საქართველოში არსებული მდგომარეობა.
შეხვედრას ესწრებოდნენ გორის უნივერსიტეტის სტუდენტები. ლექცია დისკუსიით დასრულდა.