საჯარო ლექცია
29 მაისი,20182018 წლის 28 მაისს გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგებისა და მოსწავლეთათვის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია თემაზე: ,,ჩრდილო კავკასიელი ხალხების ბრძოლა რუსული კოლონიალიზმის წინააღმდეგ XIX საუკუნეში და საქართველო“, ჩაატარა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა იოსებ ალიმბარაშვილმა.
მომხსენებელმა დაახასიათა რუსული კოლონიალიზმის არსი და ბუნება, მისი საერთო კავკასიური პოლიტიკა და პერიოდიზაცია. ვრცლად ისაუბრა XIX საუკუნეში ჩრდილო კავკასიელი ხალხების, და მისი ლიდერების: შეიხ იმამ-მანსურის, ყაზი-მოლას, ჰამზატ-ბეგის და, განსაკუთრებით შამილის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობისა და ცალკეული ბრძოლების შესახებ. ამ ბრძოლაში ქართველთა მონაწილეობის მიზეზებზე და შედეგებზე. დამსწრეთ გააცნო ამ ბრძოლათა უშუალო მონაწილეების მემუარები და დოკუმენტური მასალა, როგორ იყო ეს მოძრაობა წარმოჩენილი საბჭოთა ისტორიოგრაფიაში
შეხვედრის დასასრულს, მომხსენებელმა ამომწურავი პასუხი გასცა დამსწრეთა შეკითხვებს.