საჯარო ლექცია
07 მაისი,20187 მაისს შიდა ქართლის სკოლების მოსწავლეებისათვის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა იოსებ ალიმბარაშვილმა ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე ‘’გეორგიევსკის ტრაქტატი და მისი როლი“.
მომხსენებელმა ვრცლად ისაუბრა ქართლ-კახეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე XVIII საუკუნის 70-80 იან წლებში, ერეკლე II-ის მიერ განხორციელებულ რეფორმებზე სამხედრო, განათლების და კულტურის სფეროში. მიმოიხილა გეორგიევსკის ტრაქტატის წინაპირობები, მისი სამართლებივი წინააღმდეგობები, ისაუბრა ტრაქტატის შედეგებზე 80-იანი წლების მეორე ნახევარსა და 90-იან წლებში, ასევე რუსეთის იმპერიის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შესახებ.
ლექციის დასასრულს ბატონმა იოსებ ალიმბარაშვილმა დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს უპასუხა