საჯარო ლექცია
24 დეკემბერი,201419 დეკემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე „გენდერული თანასწორობა და ქალთა პოლიტიკური გაძლიერება“. ლექციას უძღვებოდა ექსპერტი გენდერის საკითხებში, ირინა ჟვანია. ლექციას სტუდენტებთან ერთად პოლიტიკური პარტიების ადგილობრივი წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
საჯარო ლექციის შემდეგ გაიმართა დისკუსია სტუდენტებსა და პოლიტიკოსებს შორის ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის მნიშვნელობის საკითხზე.
შეხვედრები მოეწყო საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით და გორის გენდერის მედია ცენტრის ორგანიზებით.
შეხვედრები იმართება პროექტის „ერთად გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ მხარდაჭერით.