საჯარო ლექცია

21 ნოემბერი,2017

2017 წლის 21 ნოემბერს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგიის მიმართულების სტუდენტებისათვის, თემაზე: ,,თანამედროვე ქართული ლიტერატურა - პრობლემები და პერსპექტივები“, საჯარო ლექცია ჩაატარა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, საქართველოს მწერალთა თანათავმჯდომარემ, მწერალმა და პუბლიცისტმა, ბატონმა რევაზ მიშველაძემ.
მომხსენებელი შეეხო ქართული მწერლობის ადგილს, როლსა და მნიშვნელობას მსოფლიო ლიტერატურაში. ვრცლად მიმოიხილა ქართული ლიტერატურა XX საუკუნის დასაწყისიდან თანამედროვე პერიოდამდე. დაახასიათა კონდრატე თათარაშვილის, მიხეილ ჯავახიშვილის, კონსტანტინე გამსახურდიას, გალაქტიონის შემოქმედება. აღნიშნა, თუ რა სიძნელეების წინაშე იდგნენ საბჭოთა პერიოდის მწერლები და შემოქმედები. როგორ იგრძნობა ეპოქის სუსხი და მაჯისცემა მიხეილ ჯავახიშვილის ,,ჯაყოს ხიზნებში“ და რის ფასად დაუჯდა მწერალს პოზიციის საზოგადოების სამსჯავროზე გამოტანა. როგორ მოხდა ღირებულებებისა და პრინციპების გადაფასება ლიტერატურაში საბჭოთა სისტემის რღვევის შემდეგ და რა გამოწვევების წინაშე დგანან თანამედროვე ქართველი მწერლები.
შეხვედრის დასასრულს მწერალმა პასუხი გასცა სტუდენტების შეკითხვებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი იოსებ ალიმბარაშვილი და ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ელენე ხოჯევანიშვილი;.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტის, გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი...

08 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა

საჯარო ლექციები

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოლოგიის დოქტორების ქეთევან გვაზავასა და ქეთევან მამასახლისის საჯარო ლექციები, თემაზე:...

06 ნოემბერი, 2024 სრულად ნახვა