საჯარო ლექცია
15 დეკემბერი,2014
2014 წლის 15 დეკემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრა. შეხვედრაზე სტუდენტებს საიას საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი ადამიანის უფლებებზე ესაუბრა.
ლექცია დისკუსიის ფორმატში გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები, სახელმწიფოსა და საზოგადოების როლი მათი დაცვის საქმეში.