საჯარო ლექცია
17 მაისი,201717 მაისს გორის უნივერსიტეტში, ქართული ენისა და ლიტერატურის ცენტრის ხელმძღვანელ, პროფესორ ვიანორ ახალაიას ინიციატივით და ორგანიზებით, ასევე შოთა რუსთველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის გალაკტიონის კვლევის ცენტრის ხელშეწყობით „სტუდენტური დღეები 2017“ ფარგლებში, გორის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გაიმართა საჯარო ლექცია და გალაკტიონოლოგიის ხუთტომელულის პრეზენტაცია.
გალაკტიონოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა, თემურ დოიაშვილმა, ბატონმა ლევან ბრეგაძემ და ქალბატონმა ნათია სიხაულიძემ ისაუბრეს გალაკტიონის შემოქმდების უცნობი დეტალებისა და ხუთტომელულის გამოცემის ისტორიის შესახებ.
სტუმრებს შეხვდა და მიესალმა გორის უნივერსიტეტის რექტორი , პროფესორი გიორგი სოსიაშვილი. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.